Thursday, July 19, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

საინტერესო და აქტიური დღე იყო, მოვახდინეთ თითოეულმა მათგანმა მომზადებული პრეზენტაციები, განვიხილეთ და მივეცით ერთმანეთს რჩევები .
პროექტზე მუშაობა , პროექტით სწავლება ზოგადად უნდა ითქვას , რომ ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ეხმარება შემოქმედებითი უნარის განვითარებაში და სასწავლო შედეგის უკეთ მიღწევაში

Wednesday, July 18, 2018

მერვე დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესოდღე იყო, გავიხსენეთ სასწავლო პროექტის გეგმა და შევავსეთ ბოლომდე, გადავხედეთ პორთველიოს შევიტანეთ მოთხოვნების შესაბამისად ცვლილებები.

Wednesday, July 11, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს საინტერესო სამუშაო დღე იყო. შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი კითხვების შედგენა, მუშაობა საინტერესო და დამაფიქრებელი იყო.გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი

1.სად იღებს სათავეს ანდაზა?

თემატური

1.რა გავლენა აქვს ადამიანის ყოფაში ქართულ ანდაზებსა და რეალური ცხოვრების ეპიზოდებს ერთად?

 2.რა მსგავსება და განსხვავებააა ანდაზებსა და იგავებს შორის??

შინაარსობრივი

1.ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან ანდაზებსა და ბრძნულ გამონათქვამებს?

2.სად შეიძლება მოვაგროვოთ ძველი ქართული ანდაზებიი?



პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია, ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების, ანდაზების დამიშნულება ყოფოთ ცხოვრებაში, თუ რაოდენ დიდი სიბრძნე და დიდაქტიკაა ჩადებული თითოეულ მათგანში.... მოსწავლეებმა, უნდა შეძლონ ნასწავლი მასალიდან თითოეული გამონათქვამის დაკავშირება. მასში ჩადებული სიბრძნის ახსნა , მათეული მოსაზრების დასაბუთება.

Tuesday, July 10, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი და მრავალფეროვანი. ვისწავლეთ googl drive სი მუშაობა..ე.ს გ. სტან მუშაობა.

კავშირი ე.ს.გ - თან


ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა. მოსწავლე  იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს, ცდილობს ახსნას, თუ რით ჰგავს გახსენებული ამბავი მოსმენილს;  აფასებს პერსონაჟსა და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);  აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა), ცდილობს ნათქვამის ახსნას.

 ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება. მოსწავლე:  აფასებს მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟის საქციელს;  გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენისადმი/პერსონაჟისადმი;  ასახელებს წაკითხული ტექსტის შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს, ასახელებს მსგავს / განსხვავებულ ადგილებს


21- ე საუკუნის უნარებუი:

სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
     მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
     ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;


კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
     საღი მსჯელობა და აღქმა;






ლიდერობა და პასუხიმგებლობა
      ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების მისაღწევად;
      ჩართული მხარების ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
      ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.